Tuesday, May 12, 2015

მეცხრე დღე

გავიმეორეთ განვლილი მასალა, მოვისმინეთ თითოეული მონაწილილის პრეზენტაცია  ვისწავლეთ  გვერდების ჩასმა ბლოგში.შევაჯამეთ ტრენინგი.ამ ტრენინგმა ძალიან ბევრი რამ შემძინა რასაც აუცილებლად გამოვიყენებ  სასწავლო პროცესში.               
      დიდ მადლობას ვუხდი  საუკეთესო და საინტერესო მუშაობისათვის  ქალბატონ ქეთევან ცერაძეს რომელიც გახლავთ თავისი საქმის პროფესიონალი .

Sunday, May 10, 2015

მერვე დღე

გადავხედეთ  პროექტის   გეგმას  ,შევქმენით  ფასილიტაციის  ნიმუში ,  გადავხედეთ დამოვაწესრიგეთ   პორტფოლიო  ,ავტვირთეთ პორტფოლიო ბლოგზე.

Saturday, May 9, 2015

მეშვიდე დღე

გავიმეორეთ განვლილი მასალა   ზუსტად განვსაზღვრეთ პროექტის პროცედურები.
შევქმენით დავალებები როგორც სუსტი ისე ძლიერი მოსწავლეებისთვის.

Sunday, May 3, 2015

ტრენინგის მეექვსე დღე

დღევანდელი დღე იყო ძალიან საინტერესო.გავიმეორეთ განვლილი მასალა,ვიმუშავეთ მოსწავლის პრეზენტაციაზე ,განვიხილეთ შეფასების რუბრიკები,გადავხედეთ გეგმებს , არაერთი  საინტერესო რუბრიკის ანალიზი მოვახდინეთ,რამაც დიდი შთაბეჭდილება  მოახდინა.

Saturday, May 2, 2015

მეხუთე დღე

გავიმეორეთ ბლოგში   სურათის ჩასმა  განვიხილეთ  საავტორო უფლებები  და მათი  მნიშვნელობა პროექტის წერისას .გავარჩიეთ შაბლონი ვისწავლეთ კომენტარის წაშლა , ასევე დაუწერეთ ერთმანეთს კომენტარები.                                                                                          გავაღრმავეთ ცოდნა ბლოგთან დაკავშირებით,ვისწავლეთ ბლოში გაჯეტის ჩასმა             შევქმენითახალი ბლოგი და ჩვენს მიერ შესასწავლი მასალა განვახორციელეთ პრაქტიკულად.

Sunday, April 26, 2015

მეოთხე დღე

გავიმეორეთ განვლილი მასალა .გავეცანით შეფასების სხვადასხვა მეთოდებს .ვისწავლეთ დროში გაწერილი  შეფასების გეგმის შედგენა   პროექტის გეგმის მიხედვით შევქმენით პოტფოლიო  .
     ვიმუშავეთ ბლოგზე  ,  გავარჩიეთ ბლოგის მენიუ  , შევისწავლეთ ბლოგის წაშლა , აღდგენა,ახალი ბლოგის დამატება,დიზაინის შეცვლა და სურათის ჩასმა.

Saturday, April 25, 2015

მესამე დღე

ვიმუშავეთ პროექტის გეგმაზე .  დავადგინეთ და გავარჩიეთ სტანდარტი საგნების მიხედვით,ვისწავლეთ როგორ უნდა გამოვიყენოთ ეროვნული სასწავლო გეგმაში გაწერილი სტანდარტები.
     ვისწავლეთმიზნის განსაზღვრა  მიმართულების მიმცემი კითხვების ფორმულირება,რომელიც ხელს უწყობს მოსწავლეთა ჩართულობას დასაგნობრივი სტანდარტის ძირითადი მიზნების მიღწევას.